42 წლის დები, ტყუპები - ვიკი და ვალერიე 43 წლის ჯოიზე არიან დაქორწინებულნი, რომელსაც ასევე ცოლად დების ბიძაშვილი - 43 წლის ალინა ჰყავს.
ყველანი ფუნდამენტალისტი მორმონები არიან. ისინი იუტას შტატში, დიდ სახლში ცხოვრობენ და 24 შვილს ზრდიან. ჯოი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობს.
ჯოი ჯერ ვიკიზე და მის ბიძაშვილ ალინაზე დაქორწინდა, 12 წლის შემდეგ კი მათ ვიკის და, ვალერიეც შეუერთდა.
"ვიცოდი, რომ ჯოი კარგი ქმარი იქნებოდა. თინეიჯერობაში, ვიკის და მე ერთი და იგივე მამაკაცები მოგვწონდა. ერთხელაც დავფიქრდით და მივხვდით, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ერთ მამაკაცზე დავქორწინდებოდით. ზოგს უკვირს, როდესაც იგებს, რომ ორი და ერთ მამაკაცს იყოფს, მაგრამ, როცა ქმარი ერთ დას კარგად ეწყობა, ის მეორესაც შესანიშნავად გაუგებს", - ამბობს ვალერიე.
ჯოი 18 წლის იყო, როდესაც ვიკისთან და მის ბიძაშვილ ალინასთან ერთდროულად დაიწყო ურთიერთობა. სამივე მათგანი 1990 წელს დაქორწინდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მათ ჯოის შესთავაზეს, ტყუპისცალის დასთანაც დაეწყო ურთიერთობა.
"ის ვიკის ტყუპისცალი იყო და მასთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, მათ ხომ ერთნაირი ხასიათი აქვთ", - ამბობს ჯოი.
მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით.