ალანის მორისეტმა თავი შეგვახსენა

ალანის მორისეტმა თავი შეგვახსენა

გამოცემა “New Musical Express”-ის ინფორმაციით, ცნობილმა კანადელმა მომღერალმა ალანის მორისეტმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Havoc And Bright Lights”  და გაყიდვაში მიმდინარე წლის ივლისში გამოვა.

ახალ დისკზე 12 კომპოზიცია იქნება განთავსებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუსიკოსისთვის ის პირველია.

პროფესიული კარიერის განმავლობაში ალანის მორისეტს რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. უკანასკნელმა “Flavors of Entanglement” დღის სინათლე 2008 წელს იხილა. ჩანაწერმა კანადური მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმში მეორე ადგილი დაიკავა, აშშ-ში კი საპატიო მერვე პოზიციაზე განთავსდა.