მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, ქალაქ სტოკჰოლმში მუსიკოსს პრესტიჟული “Polar Music Prize”-ს ჯილდო გადაეცემა. ღონისძიება ქალაქის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მას შვედეთის მეფე კარლ გუსტავიც დაესწრება. პოლ საიმონმა ეს პატივი მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაიმსახურა.
საინტერესოა რომ ზემოთდასახელებული ჯილდოს მეორე მფლობელი ცნობილი ვიოლონჩელისტი იო იო მა იქნება.
“Polar Music Prize”-ს ჯილდო 1989 წელს, ჯგუფი “ABBA”-ს მენეჯერმა სტიგ ანდერსონმა დააწესა. მისი პირველი ლაუერატები 1992 წელს სერ პოლ მაკარტნი და ჯგუფი “The Baltic States” გახდნენ.
გასულ წელს ეს პატივი ჯგუფმა “Kronos Quartet” და მომღერალმა პატი სმიტმა დაიმსახურეს.