სკანდალი და ჩხუბები, ეპატაჟი, ხალხის გაოგნება და ჭორები - ეს გოგონები არაფერს გაურბიან. სკანდალები, ინტრიგები, მტყუან-მართლის გარჩევა - ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების წესია... რუსეთში ყველაზე სკანდალური ქალბატონები გამოავლინეს. პირველ სამეულში აღმოჩნდნენ ქსენია სობჩაკი, თინა კანდელაკი და მაშა მალინოვსკაია.
ამ ქალბატონებმა პროფესიული კუთხით არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ სწორედ სკანდალებმა აქცია ისინი პოპულარულებად.
30 წლის ქსენიამ უკვე მოასწრო არა მხოლოდ პოპულარული ტელეწამყვანი და ელიტური წვეულებების მთავარი გმირი გამხდარიყო, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ადამიანიც ქვეყანაში. რვა წელი გაატარა ეპატაჟური შოუს - "სახლი-2"-ის წამყვანის ამპლუაში, გარდა ამისა სხვა გადაცემებიც მიჰყავდა, პერიოდულად მთვრალი ჩნდებოდა მაყურებლის წინაშე და ბევრს ილანძღებოდა. ცნობილია მისი ხმაურიანი გარჩევები ალა პუგაჩოვასთვან, ანასტასია ვოლოჩკოვასთან და თინა კანდელაკთანაც კი, რომელთანაც ერთი პერიოდი მეგობრობდა. ქსენიამ მდიდარი საყვარლების ცვალებადობითაც გაითქვა სახელი, ბოლო დროს კი პუტინის წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრა და მის საქვეყნო პოპულარობას ესეც დაემატა.
სკანდალები ასევე გამუდმებით სდევს თან თინა კანდელაკს, რომელიც თითქოს ძალით ცდილობს მათში გახვევას. ყველაზე ცნობილი იყო სულეიმან კერიმოვთან ერთად ავტოკატასტროფაში რომ მოჰყვა და მას მერე ხელებზე ტატუებით დადის. მერე იყო რამდენიმე გულახდილი ფოტოსესია, ხმაურიანი გამონათქვამები, ბოლოს კი - პოპულარულ ტელეწამყვან მიხაილ შაცთან წაკინკლავება, რომელმაც მას ენატანიობაში დასდო ბრალი.
ასევე სკანდალისტთა სიაშია მაშა მალინოვსკაია, მეტისმეტად "გულახდილი" ქალბატონი, რომელიც გარკვეულ ხანს რუსეთის დუმის დეპუტატიც იყო და წარმოშობით ქართველი, ასევე დუმის დეპუტატის ცოლობაც მოასწრო. მერე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანისგან დაორსულდა და დღემდე მალავს ბავშვის მამის ვინაობას.
რუსეთის მთავარ სკანდალისტთა ხუთეულში არიან დიმა ბილანის პროდიუსერი იანა რუდკოვსკაია და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ჯაშუშად აღიარებული ანა ჩაპმანი.