ცნობილი ჰოლანდიელ-ბრიტანელი მოდელი ლარა სტოუნი, ფრანგულ Playboy-ს სასამართლოში უჩივის. როგორც მოდელი აცხადებს, ჟურნალმა მოდელის ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა მისი ზედმეტად გულახდილი ფოტოები. „ჟურნალს არ ჰქონდა უფლება ეს ფოტოები გამოექვეყნებინა და ეს არ არის ის ფოტოსესია, რომლითაც მე ვისურვებდი გამოჩენას. იმედი მაქვს რამენაირად შევძლებ შევინარჩუნო რეპუტაცია“,- აცხადებს 26 წლის სუპერმოდელი.
მისი ფოტოების უნებართვოდ გამოყენების ბრალდებით, ლარამ ფრანგულ Playboy-სა და ფოტოგრად გრეგ ლოტუსს სასამართლოში უჩივლა.
ლარა სთოუნი, ცნობილი ბრენდის კელვინ კლაინის თეთრეულის, ბოლო ხაზის, სახეა.