აშშ-ში ელვის პრესლის გაიხსენებენ

აშშ-ში ელვის პრესლის გაიხსენებენ

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გაყიდვაში ცნობილი მომღერალი ელვის პრესლის ახალი ალბომი გამოჩნდება.

ამ დისკზე პრესლის 21 ყველაზე პოპულარული კომპოზიცია იქნება განთავსებული.

წინა კვირას “როკ-ენ-როლის” მეფის ახლო ნათესავებმა სპეციალური ვებ-გვერდი შექმნეს. ამ საიტზე შესული ელვის პრესლის შემოქმედების თაყვანისმცემლები, მუსიკოსის საუკეთესო კომპოზიციებს დაასახელებენ. ხმის მიცემის პროცესი მიმდინარე წლის 20 მაისამდე გაგრძელდება.

ალბომის “I Am Elvis Fan” გამოცემა მიმდინარე წლის 31 ივლისისთვისაა დაგეგმილი. მასში მოხვედრილი კომპოზიციების ჩამონათვალი 15 ივნისს გამოქვეყნდება.