ლაშა ნაცვლიშვილი გადაცემა "არჩევანში" ქართული ოცნების პრეზენტაციას სოციალურ მედიაში ეხმაურება:
"ნაბოკოვის ცინცინატივით ეშაფოტიდან წამოდგომა გაბედა "ქართულმა ოცნებამ" სტუდიაში და ტრენდის შემქმნელი, ბრუტალური და დაუმარცხებელი ტელევიზიის ნაცვლად, მუყაოს ბუტაფორია - კომპეტენციის დეფიციტი, რეალობას აცდენილი დისკურსი და უხვი ბოღმა - შერჩა ხელში, რომელიც უიოლესად შემოიფშვნა, ვინაიდან ეს კრებული მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ მონოპოლიაში (და ჩვენს ცნობიერებაში) ყვაოდა თურმე - განაჩენის აღსრულებაზე მიწვეულ სიკვდილმისჯილს ჯალათი შემოეხარჯა! P.S. გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები: Владимир Набоков, "Приглашение на казнь"..."