პოეტი, დავით მაღრაძე "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას პოლიტიკური მოძრაობის პანაშვიდს უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობის ისტორია 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ყუთებთან დასრულდება. "დღეს, 5 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა საკუთარი ეგზიტპოლ-ნეკროლოგი. "ნაცმოძრაობის" სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა "ვარდების მოედანზე".
უკრაინის ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ოდესის გუნებერნატორს ხანგრძლივი კონვულსიული მოძრაობების შემდეგ, გარდაეცვალა მშობლიური პარტია. დაკრძალვა 8 ოქტომერს, საარჩევო ყუთებთან, თბილისში", - განაცხადა მაღრაძემ. შეგახსენებთ,
რამდენიმე წუთის წინ "ვარდების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აქცია დასრულდა, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას უკრაინიდან ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.