"ნაციონალური მოძრაობის" მხერდამჭერთა აქცია თავისუფლების მოედანზე დასრულდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხერდამჭერთა აქცია დასრულდა.

აქცია "ვარდების მოედანზე" მიმდინარეობდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

აქცია მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით დასრულდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მსვლელობის მიზანი შეკრებილების რაოდენობის დემონსტრირება იყო.

"ვარდების მოედანზე" შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, გამარჯვებამდე, ხელისუფლების დასრულებამდე და მის მიერ ზღვის გადმოლახვამდე 3 დღეა დარჩენილი.

სანდრა რულოვსის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, როდესაც სასამართლო ზეწოლისგან გათავისუფლდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნების მოგებას სიმშვიდით, ერთად დგომით აპირებენ. მისი თქმით, აქციაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა და ასეულობით ათასი ტელეეკრანებიდან იმედიანი თვალებით აკვირდება.

აქციის მონაწილეებს გივი თარგამაძემაც მიმართა, რომელმაც გუშინ მისი ავტომობილის აფეთქების ფაქტზეც ისაუბრა.

“მე ვარ გივი თარგამაძე. არსებობდა კიდევ ერთი გივი თარგამაძე, ბაბუაჩემი, რომელიც გუშინდელი აფეთქების ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში 27 წლის ასაკში ოკუპანტებმა დახვრიტეს "ენკავედეს შენობაში". მეორეს ვერ მივართმევ. მე არ გავჩერდები. თქვენ არ გაჩერდებით. საქართველო გაიმარჯვებს და საქართველო წავა წინ“,-განაცხადა თარგამაძემ.

აქცია საქართველოს ჰიმნით, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზად დავით ბაქრაძემ მეტროს გამორთვა და ხელისუფლების მხრიდან მათი მხარდამჭერების შეფერხება დაასახელა.

"ნაციონალების" მხარდამჭერ აქციაზე მოხდა ლექსენის სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც ბაქრაძის განცხადებით, მომღერალმა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერა.