საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი როგორც 2016, ასევე 2017 წლისათვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ფონდის ანგარიშის მიხედვით (2016 წლის ოქტომბერი: „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივა“) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2016 წლისათვის 3.4%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 5.2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში (2016 წლის აპრილი: „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივა“) საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 2.5%-ს, ხოლო 2017 წლისათვის - 4.5%-ს შეადგენდა.

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზის გადახედვა დაკავშირებულია რეგიონალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

ასევე საგულისხმოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით (დსთ ქვეყნები + საქართველო, თურქმენეთი, უკრაინა, თურქეთი) ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ის ყველაზე მაღალია მეზობელი სახელმწიფოების საპროგნოზო მაჩვენებლებს შორის.

ქვეყანა     ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი

          2016 2017

საქართველო  3.4    5.2

რუსეთი    -0.8   1.1

სომხეთი   3.2    3.4

თურქეთი 3.3    3.0

აზერბაიჯანი     -2.4   1.4

თურქმენეთი     5.4    5.4

უზბეკეთი  6.0    6.0

უკრაინა    1.5    2.5

ბელორუსია     -3.0   -0.5

ტაჯიკეთი 6.0    4.5

ყირგიზეთი        2.2    2.3

მოლდოვა         2.0    3.0

რაც შეეხება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით იგი საქართველოსთვის 5.2% შეადგენს, რაც ასევე საუკეთესო 3-ეულში შედის. ამასთან, მსგავსი ზრდა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით არც ერთი სახელმწიფოსთვის არ ფიქსირდება.

ინფლაციის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების  ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის 2.6%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 3.6%-ს შეადგენს. ფასების დონის ზრდა საქართველოში არის ყველაზე დაბალი წარმოდგენილ ქვეყნებს შორის, როგორც 2016, ასევე 2017 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით სომხეთსა და ყირგიზეთს.

რაც შეეხება რეგიონის (ჩამოთვლილი ქვეყნების) ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ეს მაჩვენებელი 2016 წლისათვის -0.3%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 1.4%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე.