დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ფაქტობრივად შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას.

ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებას ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენის აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენი ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი მტკიცებულება და დადასტურება იმის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროგრესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარალემნტო არჩევნებში დამაჯერებელი გაიმარჯვების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურდა და სწრაფად გავაგრძელებთ ამ პოზიტიურ განვითარებას.