არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირისგან ვიღებთ პოზიტიურ გზავნილს, რაც მიღწეული წარმატებების აღიარებას ნიშნავს

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირისგან ვიღებთ პოზიტიურ გზავნილს, რაც მიღწეული წარმატებების აღიარებას ნიშნავს

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართელოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც ევროკაშბრისი საჭოს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ეხება. 

პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და ქვეყნის მეგობრებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული.

„მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში",-ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს წარმატებას და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებას.

„დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე. ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილია განცხადებაში.