დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელიც მოხდა ქართველი პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
"ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი სცეს წინასაარჩევნო გარემოს წესებს და იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შემდეგ",-აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.