ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტი

ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტი

ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტი, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენელმა მონიკა ჰოლმაიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროპელი დეპუტატის თქმით, ამჟამად ევროპარლამენტი ვიზალიებრალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს.

"ვიზალიბერალზიაცია არ გულისმხობს მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებს, ეს არის ბევრად მეტი. ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშროლობის პროექტი. ევროპარლამენტი მიესალმება მსგავს პროექტებს, რადგან ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ცდილობს თანამშრომლობას  ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ისეთი პოზიტიური საკითხები, როგორიცაა მეტი ვაჭრობა, მეტი ვიზიტი, მეტი თანამშრომლობა 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის. ამგვარად ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი. ახლა ჩვენ განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექაზნიზმს საგანგებო შემთხვევებისთვის. უნდა არსებობდეს შეჩერების მექანიზმი, რომელიც საგანგებო შემთხვევების დროს  სწრაფად ამოქმედდება. აღნიშნული საკითხის განხილვას უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში ვგეგმავთ. თუმცა ვფიქრობ,ა მას ძალიან სწრაფად გადავწყვეტთ", - განაცხადა მონიკა ჰოლმაიერმა.