გიორგი მარგველაშვილმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

გიორგი მარგველაშვილმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის ბაზაზე, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა, იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენ ქალაქში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.