აშშ-ის საელჩო გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს, - შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.