შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ, საგამოძიებო ჯგუფების მიერ ამოღებულია ყველა ვიდეო-კამერის ჩანაწერი, მიმდინარეობს დაზარალებულის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა და არსებული კამერების სრულად დამუშავება-გაანალიზება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, შლავა ხუციშვილმა განუცხადა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნება მომხდართან დაკავშრებით.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.