უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ ვარაუდი ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ რადიო ”პალიტრის” ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში ”საღამოს თოქ-შოუ“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, თუ როგორია მოლოდინი, როდის უნდა ელოდოს ქვეყანა უვიზო მიმოსვლას და იქნება თუ არა ის მიბმული არჩევნებზე.
”აუცილებლად იქნება უვიზო მიმოსვლა ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილი საკითხია. პარლამენტიდან გადავა ევროკომისიაში და თავმჯდომარე ქვეყანა და ევროკომისიის პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომლის მერეც ალბათ, სავარაუდოდ, პირველი იანვრიდან მომავალი წლის ამოქმედდება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი”, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.