მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი მამუკა ახვლედიანს მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი მამუკა ახვლედიანს მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი ყოფილ კოლეგას მამუკა ახვლედიანს მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საგანგებო სხდომას იმ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით მართავს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარის ჩანაწერს ეხება.

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ახვლედიანის მხრიდან ეს იყო სასამართლოს ეთიკის ნორმების დარღვევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სასამართლოში მიმდინარე საქმეზე მხარეს ესაუბროს.