"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის

გაცნობებთ, რომ პირველადი მონაცემებით, შპს "დინ გრუპი"-ს მიერ სამუშაოების წარმოებისას, ("ჭკვიანი შუქნიშნების" დამონაჟება) დაზიანდა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს საკუთრებაში არსებული გაზსადენი, რის გამოც ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება დიდუბის, გაფრინდაულის, ცაბაძის, აგლაძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ხვალ, 5 ოქტომბერს, დილის 11 საათიდან. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.