მე მინდა მივმართო პოლიციელებს და მინდა ვთხოვო, ჩვენ ვართ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. მათ ნორმალური მუშაობის გაგრძელებამდე დარჩათ ძალიან ცოტახანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"8-ში ჩვენ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთი ნორმალურ მუშაობის რიტმს. ამიტომ, ვთხოვ მათ, ახლა გამოიჩინონ კეთილსინდისიერება, კრიმინალურ პოლიციას განსაკუთრებით და ნუ გაავრცელებენ ხელისუფლების რამე ვერსიებს. დაჟინებით მეკითხებოდნენ, ხომ გაზზე არის თქვენი მანქანა. ჩემი მანქანა გაზზე არ არის და არც ყოფილა. შეიძლება შეეშალათ. ეგონათ, ამით მოახდენდნენ რამე იმიტაციას. როგორც ჩანს ისიც არ იცოდნენ, რომ მე წინ ვჯდები ყოველთვის მანქანაში. უკან რომ ვმჯდარიყავი, ნამდვილად აღარ ვიქნებოდი ცოცხალი", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძე პოლიციელებს მიმართავს, ფაქტი გამოიძიონ, რომ შემდგომში აღარ მოხდეს მსგავსი რამ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.
ამიტომ პოლიციელებს მართლა გულით ვთხოვ, რომ მნიშვნელოვანია ამის გამოძიება, იმისთვის, რომ შემდგომში აღარ მოხდეს რამე მსგავსი. სხვა მხრივ, მინდა ჩვენს ხალხს, საზოგადოებას მივცე პირობა, რომ ზუსტად იგივე შემართებით, როგორც მე ვიბრძოდი აქამდე ვიბროლებ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ 8-ში ამ ხელისუფლებას აუცილებლად დავამთავრებთ. სულ რომ ლიკვიდაცია მომხდარიყო იმდენი არის ჩემი თანამებრძოლი, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა. ივანიშვილი წავა სახლში და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.