ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მდებარე განახლებულ სკვერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო წილოსანის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოფო ბედია, სოფო ხალვაში, კახა კუხიანიძედა მაკა ზამბახიძე.
დასასრულს სცენაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდები მიიწვია და ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე შეკრებილებს მიმართა:
„ჩემო ლანჩხუთელებო, ყველა ძალიან მიყვარხართ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს.“