"ინგოროყვას კლინიკაში" გადაყვანილი დაზარელბული მოქალაქეები "ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც" მოინახულეს. ადგილზე გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებს.
"რამოდენიმე დღეში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი არჩევნების გზით და ახალი ხელისუფლება ყოველგვარი წნეხისა და პოლიტიკური დაკვეთების გარეშე მისცემს პოლიციას ამ საქმის გამოძიების საშუალებას. დღეის მდგომარებოთ, საერთოდ რისი იმედი უნდა მქონდეს ამ აგონიაში მყოფი ივანიშვილის შემხედვარე. ჩვეულებრივი პოლიციელები და პატიოსანი გამომძიებლები მაინც ვერ შეძლებენ ამ აფეთქების გამოძიებას. საბედნიეროდ, ეს გაგრძელდება ცოტახანი. რაც მთავარია პოლტიკოსებს კი არა, პირველ რიგში, ჩვეულებრივ ადამაიანებს დაიცავენ კრიმინალისგან, ძალადობისგან და ამ უბედურებისგან, რაც მოგვიტანა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით და ეს ყველაფერი სწრაფად დმათავრდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საავადმყოფოში დაზარალებულების მდგომარეობა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააცნო.