სიტყვიერი შელაპარაკება და ხმაური იყო გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილას "ნაციონალურ მოძრაობასა" და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, პოლიციის ბრძანებით სახანძრო ბრიგადებმა, უკვე აფეთქებულ მანქანას სპეციაულურად მიასხეს წყალი, რათა წაეშალათ აფეთქების კვალი. მათი განცახადებით, აფეთქება იყო დაგეგმილი და მიზანმიმართული.