გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
როგორც 2030.news-ს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 15-20 წუთის წინ მიიყვანა და ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში რჩება.
მეორე დაშავებული გადაყვანილია „ამტელ ჰოსპიტალში“. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.
2030.news-ს ინფორმაციით, ამ წუთებში კიდევ ორი დაშავებული გადაჰყავთ კლინიკაში, თუმცა მათი მდგომარეობა არ არის მძიმე.