მანქანას უკანა მხარე არ აქვს, ფაქტიურად მომძვრალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ან აკრული ჰქონდა უკანა მხარეს, ან ჩადებული, და ასევე ვარ დარწმუნებული რომ უკან მოგვყვებოდა სხვა მანქანა, რომლიდანაც განახორციელეს დისტანციურ მართვის პულტზე ხელის დაჭერა,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ.
„ყველაზე მეტად ვწუხვარ, რომ არიან დაშავებულები, რომლებსაც არ ვიცნობ. აქ მითხრეს რომ არის სამი ადამიანი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება, პირობას ვაძლევ ამ ადამიანებს, რომ ამის შემდეგ არათუ ნაკლები ძალისხმევით, უფრო მეტი ძალისხმევით ვიზამ ყველაფერს რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ სულ რამოდენიმე დღეში, რვა ოქტომბერს მართლა დავამთავროთ აი ეს კრიმინალების ხელისუფლება. ეს ესეც მოხდება, ეს ასეც მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩემს ლიკვიდაციას მოახდენდნენ, ეს ესე მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ ვარ მშიშარა ადამიანი, ბევრი მაქვს გადატანილი, ვიბრძვი დაახლოებით 17 წლიდან და ბუნებრივია, რომ ვერაფრით ვერ დამაშინებენ. ლიკვიდაციას თუ მოახდენენ, ძალიან ბევრია ჩემს ირგვლივ ჩემი თანამებრძოლი იმისათვის, რომ ეს საქმე დაასრულოს. კიდევ კარგი, რომ ჩვენ არავინ არ გამოვიყოლეთ ოფისიდან,რადგან უკანა სკამზე ვინმე რომ მჯდარიყო, ის სავარაუდოდ გარდაცვლილი იქნებოდა,”,- განაცხადა გივი თარაგამაძემ.
თარგამაძის მანქანა ცოტა ხნის წინ ბარათაშვილის ხიდთან აფეთქდა. არიან დაშავებულებიც.