„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანა დანაღმული იყო. თავად გივი თარგამაძე დაშავებულია.
მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანქანაში იმყოფებოდა. საჭესთან მისი მძღოლი იჯდა. აფეთქებულია მანქანის უკანა ნაწილი.
2030.news-ის ინფორმაციით, დაშავებულია სამი გამვლელი.
ბარათაშვილის ხიდთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების მიზეზი უცნობია.