მანქანის აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა

მანქანის აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა

"ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ მისი მანქანის აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა.

”ყველას ძალიან უნდოდა, რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ ნამდვილად არ არის გაზზე და ეს ნამდვილად აფეთქებაა, თან დარწმუნებული ვარ, რომ დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, არა თუ არ შევფერხდები, ისეთივე შემართებით გავაგრძელებ საქმინობას ჩემს მეგობრებთან ერთად და 8 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას ნამდვილად დავამთავრებ”, - აღნიშნა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას.

წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა ბოლო დღეებში მუქარის ზარები მის მიმართ, გივი თარგამაძემ უპასუხა, რომ ჯერ არ სურს ბოლომდე თქვას, რაც იყო.

”რაღაცეები იყო, ამას ნელ-ნელა მოგიყვებით. ეს არ იყო პირდაპირი მუქარის ზარები, იყო უფრო ბინძური რაღაცეები, ამას უკვე შემდგომში მოგახსენებთ”, - განაცხადა თარგამაძემ.