ზაზა პაპუაშვილმა დიდუბეში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ზაზა პაპუაშვილმა დიდუბეში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნებიდან“ დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა "მუშტაიდის ბაღში" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ზაზა პაპუაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრას პარლამენტარები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს გიორგი ვოლსკიმ, მანანა კობახიძემ, ივანე კიღურაძემ, გედევან ფოფხაძემ, გოგი ქავთარაძემ, მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა, ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა, ბიძინა გეგიძემ და ილია წულაიამ.

„ზაზა პაპუაშვილი, გარდა იმისა, რომ მსახიობია, კარგად ერკვევა საკანონმდებლო მუშაობაში. ზაზა არ მიეკუთვნებოდა პარლამენტარების იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ პულტზე ხელის დაჭერით იყო დაკავებული. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მე მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ასეთი კაცი ჰაერივით სჭირდება ჩვენს პარლამენტს“, - განაცხადა აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ.