გლდანის მე-2 მ/რ-ში მალე ახალი სკვერის მოწყობა დასრულდება

გლდანის მე-2 მ/რ-ში მალე ახალი სკვერის მოწყობა დასრულდება

კიდევ ერთი ახალი სკვერი ეწყობა გლდანის რაიონში. მე-2 მ/რ-ის 27-ე კორპუსის მიმდებარედ, სამუშაოების ფარგლებში, იგება დეკორატიული ფილები, კეთდება საბავშვო და სავარჯიშო მოედანი; ეწყობა ლითონის დეკორატიული ღობე; გარდა ამისა, სკვერში დამონტაჟდება გარე განათების 19 ბოძი. პროექტის ფარგლებში იდგმება სკამები და დეკორატიული სანაგვე ურნები, ასევე მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნო. სკვერის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 66 000 ლარი გამოიყო.

2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში 9 ახალი სკვერი გაკეთდა, რაშიც 400 377 ლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდე კიდევ 1 მისამართზე იგეგმება სკვერის მოწყობა. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 144 000 ლარი იქნება.