ცნობილი ნორვეგიელი ფოტოგრაფის სოლვე სუნდსბოს ობიექტივში, თამამი ფოტოსესიით მსუქანი მოდელები მოხვდნენ, ისინი თავს ისეთი ბრენდების სამოსით იწონებენ, როგორიცაა Dolce & Gabbana, Gucci და ა.შ.
მსუქანი სხეული გოგონებს, სულაც არ უშლით ხელს ღია ბოდეთი პოზირებაში. მოდელებს არ რცხვენიათ მუცლის, ხელების და სხეულის სხვა ნაწილების დემონსტრირება. ამჟამად ჟურნალი, V-MAGAZINE ხუთი მათგანით დაინტერესდა და რამდენიმე გვერდი სწორედ ამ ლამაზმანებს დაუთმო.
„მე ძალიან მიხარია, რომ შემიძლია გამოვაჩინო იმ ქალთა სილამაზე და სექსუალურობა, რომლებიც სიმსუქნის, გამო არასასურველ მოდელებად აღიქმებიან. სილამაზეს საზღვრები არა აქვს და ვფიქრობ, იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი რამე პარამეტრებს აკმაყოფილებდე“,- აღნიშნავს ფოტოგრაფი.