შაკირა ცეცხლოვანი ცეკვით დაბრუნდა

შაკირა ცეცხლოვანი ცეკვით დაბრუნდა

შაკირამ სიმღერაზე „Addicted To You“ კლიპი წარმოადგინა. კომპოზიცია ესპანურენოვანი ალბომში „Sale el Sol“ შედის.

მომღერალი დაგვიბრუნდა ცეცხლოვანი ცეკვით, რომელიც დიდი ხანია მისი სავიზიტო ბარათია.

კლიპზე მუშაობა ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა. ნამუშევრის რეჟისორია ცნობილი კლიპმეიკერი ენტონი მენდლერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა შერილ ქოულის ახალი სიმღერა „Call My Name“. 

ამჟამად კოლუმბიელი მომღერალი მერვე ალბომზე მუშაობს.