გვერდწითელთან ცხოვრობს მამაკაცი, რომელიც მის სახლს არემონტებდა

გვერდწითელთან ცხოვრობს მამაკაცი, რომელიც მის სახლს არემონტებდა

უკვე ორი წელია ცნობილი მომღერალი თამარ გვერწითელი თავის ელიტურ კორპუსში, კავკასიური გარეგნობის მამაკაცთან ერთად ცხოვრობს. რუსული მედია  შეეცადა გაერკვია, თუ ვინ იყო, ეს იდუმალებით მოცული მამაკაცი და ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც.

ბოლო მტკივნეული განქორწინების შემდეგ, გვერწითელი დიდი ხანი  მარტო ცხოვრობდა. თითქოს მომღერალმა მუსიკასთან განმარტოება გადაწყვიტა, თუმცა  ნათქვამია გულს ვერ უბრძანებო.

მომღერალმა ბინის რემონტისთვის მცირე სამშენებლო კომპანიას მიმართა. კომპანიამ ის მშენებელთან დააკავშირა. მშენებელი 50 წლის სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც გვერდწითელი იუმორითა და ცხოვრებისადმი თავისი მარტივი შეხედულებით მოხიბლა. შედეგად შეყვარებულებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს. მომღერალი ორი წელია ცდილობს დამალოს მასთან ურთიერთობა საზოგადოებისაგან და პუბლიკის წინაშე ყოველთვის მარტო ჩნდება.

 ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გვერწითელის შეყვარებული ქართველი მამაკაცი, ვინმე ნოდარია, რომელიც წარსულში თბილისში მოღვაწეობდა და მუსიკალური საპროდიუსერო საქმიანობით იყო დაკავებული. კერძოდ, მას თბილისში მომღერლები ჩამოჰყავდა და კონცერტებს მართავდა. ამჟამად ნოდარის არანაირი კავშირი არა აქვს შოუ-ბიზნესთან. არც ქართულთან და არც რუსულთან, ის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

 

თამარ გვერდწითელი1984  წელს ცნობილ კინორეჟისორ კახა კახაბრიშვილზე დაქორწინდა,  მისგან მომღერალს ერთი ვაჟი სანდრო ჰყავს. 1995 წელს გვერწითელი რუს ბიზნესმენ დიმიტრიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ბიზნესმენი მოულოდნელად გარდაიცვალა. 2001 წელს გვერწითელმა ოჯახი მესამედ შექმნა, ამჯერად ის კარდიოქირურგ   სერგეი ამბატელოზე გათხოვდა. ამ ქორწინებამ მხოლოდ 4 წელს გასტანა. მომღერალმა სერგეი მიატოვა.