მონიკა ბელუჩი Dolce & Gabbana-ს ტუჩის საცხის რეკლამაში

მონიკა ბელუჩი Dolce & Gabbana-ს ტუჩის საცხის რეკლამაში

მსახიობი მონიკა ბელუჩი იტალიური ბრენდის Dolce & Gabbana-ს 2012 წლის კოსმეტიკური ხაზის სახე გახდა. 2012 წლის, გაზაფხული-ზაფხულისთვის მოდის ტენდენციების წარმოდგენისას, ცნობილი ბრენდები ამ ბოლო დროს განსაკუთრებული სიხშირით მაკიაჟის  ტენდენციებს გვთვაზობენ, რომელიც ჩვენამდე  ფოტოსესიებითა და ვიდეორგოლებით მოდის.

47 წლის ლამაზმანი ტუჩის საცხს, The Monica Lipstick-ს უკეთებს რეკლამას. ეს კოლექცია ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ გარკვეული პერიოდი იქნება ხელმისაწვდომი. 
ფოტოსესიაზე შავ,  სექსუალურ სამოსში გამოწყობილი მონიკა შეუდარებლად გამოიყურება. ფოტოსესია შეიცავს რამდენიმე ფოტოს, რომელიც ტიპიური იტალიური ოჯახის სცენას აღწერს. ამ ფოტოებზე მონიკას ბრენდის სამოსი აცვია.
„აღფრთოვანებული ვარ მათთან თანამშრომლობით. კარგია, რომ მომეცა საშუალება, ჩავერთო მათ შემოქმედებით პროცესში“,- განაცხადა მსახიობმა.  
აღფრთოვანება თავის მხრივ დიზაინერებსაც არ დაუმალავთ,-„ჩვენ გვიყვარს მონიკა და მასთან ხშირად გვიმუშავია. მონიკა იტალიური სილამაზის ხატია. მისი გარეგნობა სრულყოფილად შეესაბამება ჩვენს პროდუქციას. მისი სილამაზე უბერებელია“,- აცხადებენ დიზაინერები.