კინოკომპანია Universal Pictures -ი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, 100 წლის იუბილე აღნიშნა აპირებს გადაიღოს ფილმების „ვან ჰელსინკისა“ და „მუმიას“ რიმეიქი. პირველ მათგანში მთავრ როლს ტომ კრუზი შეასრულებს. როგორც ცნობილი, კრუზი ამ ფილმის პრიოდიუსერიც იქნება. კინოკომპანიაში აცხადებენ, რომ ფილმების ეკრანებზე გამოსვლა 2016 წლისთვის იგეგმება. რეჟისორის ვაკანტური ადგილი, ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევ უცნობია სცენარისტის ვინაობაც. შეგახსენებთ, ორიგინალი „ვან ჰელსინკის“ რეჟისორია სტივენ სომერსი. ის ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა. მთავარ როლს კი, ჰიუ ჯეკმანი თამაშობს. რაც შეეხება, მეორე პროექტს,-„მუმია“ მისი რიმეიქის სცენარს ჯონ სპეიტსი დაწერს. ჯონ სპეიტსი რიდლი სკოტის „პრომეთეს“ სცენარია ავტორია. „მუმიას“ ორიგინალი ვარიანტი 1999 წელს გადაიღეს და მისი რეჟისორი, ასევე, სტივენ სომერსია.