ბატონ რინგოსთან ერთად ფილმის გადაღების საორგანიზაციო საკითხებში, ჯგუფი “Eurythmics”-ის ყოფილი გიტარისტი დეივ სტიუარტიც მიიღებს მონაწილეობას.
სურათს კინოკომპანია “Paramount” გადაიღებს. მასში საუბარი იქნება დიდი ბრიტანეთის მეშახტეთა პატარა ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებიც როკ ჯგუფის ჩამოყალიბებას გადაწყვეტენ.
რინგო სტარი და დეივ სტიუარტი სურათის დაფინანსებასთან ერთად მუსიკასაც შექმნიან. ფილმის სცენარს დევიდ ჰარისი დაწერს. ჯერჯერობითYუცნობია ამ კინოფილმის რეჟისორის ვინაობა.