“Deep Purple” ალბომის ჩასაწერად ემზადება

“Deep Purple” ალბომის ჩასაწერად ემზადება

რამდენიმე თვის წინ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის “Deep Purple” წევრებმა განაცხადეს,რომ უახლოეს მომავალში ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ. ეს ნამუშევარი ჯგუფის ისტორიაში რიგით მე-19 იქნება.

იან გილანისა და მისი მეგობრების მტკიცებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ჯგუფის წევრები საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდებოდნენ.

გუშინ გამოცემამ “Glide” გიტარისტ სტივ მორსთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა. მუსიკოსის მტკიცებით ახალ დისკზე ჯგუფის წევრები მუშაოაბას ათი დღის შემდეგ შეუდგებიან. ამ ალბომის პროდიუსერი ბობ ეზრინი იქწნება. ეს პიროვნება თავის დროზე ელის კუპერთან, პიტერ გებრიელთან და ჯგუფებთან “Kiss”, “Pink Floyd” და “Kansas” თანამშრომლობდა. საინტერესოა რომ ამ ჯგუფში თავის დროზე სტივ მორსიც გამოდიოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი ალბომის სავარაუდო სახელწოდება. დისკი გაყიდვაში მომავალი წლის ზამთარში გამოვა.

1968 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის შემადგენლობაში ამჟამად შემდეგი მუსიკოსები შედიან: ვოკალისტი იან გილანი,გიტარისტი სტივ მორსი, კლავიშებზე დამკვრელი დონ ეირი, ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი და დამრტყმელი იან პეისი

მუსიკოსების უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “Repture of the Deep” 2005 წლით არის დათარიღებული.