1985 წელს სერ ელტონმა კომპოზიცია “Nikita” ჩაწერა. სიმღერამ პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა და აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებში წამყვან პოზიციებზე განთავსდა.
27 წლის შემდეგ ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ სასამართლოში ვინმე გაი ჰობსმა ცნობილი მუსიკოსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჰობსის მტკიცებით, ზემოთდასახელებული კომპოზიციის მელოდია ელტონ ჯონმა თვითნებურად მიითვისა.
1982 წელს ჰობსმა სიმღერა, სახელად “Natasha” დაწერა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში მომუშავე რუსი ეროვნების მიმტან ნატაშას ეძღვნებოდა. ჰობსმა სიმღერა ხმის ჩამწერ სტუდია “Big Pig”-ში მიიტანა. კომპოზიცია დაიწუნეს. სამი წლის შემდეგ ახალბედა კომპოზიტორმა საკუთარი მელოდია ელტონ ჯონის მიერ შესრულებულ სიმღერაში აღმოაჩინა. ალბათ მიხვდით, რომ ეს “Nikita” გახლდათ
ჯერჯერობით ცნობილი არ არის როდის ჩატარდება სასამართლოს პირველი სხდომა და სერ ელტონს პლაგიატობაში ბრალს თუ დასდებენ.