ეკა ბესელია - მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე შს მინისტრის განცხადებას პრევენციული მიზანი ჰქონდა

ეკა ბესელია - მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე შს მინისტრის განცხადებას პრევენციული მიზანი ჰქონდა

დეპუტატ ეკა ბესელიას განმარტებით, მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე შს მინისტრის განცხადებას პრევენციული მიზანი ჰქონდა. 
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდად მივიდეს და შენარჩუნდეს ნორმალური პოლიტიკური ტემპერატურა, შსს-ს პრევენციული ღონისძიებების გატარება სჭირდება. ამ კონტექსტში ბესელია მიესალმება შს მინისტრის გადაწყვეტილებას პრევენციული ჯგუფების შექმნის შესახებ.
”ზოგადად, როდესაც მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე კეთდება განცხადება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან, ამის მიზანი პრევენციაა, რათა ადამიანი, რომელიც მისდა უნებურად შეიძლება პროვოკაციური ეპიზოდის მონაწილე აღმოჩნდეს, ამასთან დაკავშირებით გაფრთხილდეს. ამასთნ, არავითარი ამოცანა იმისა, რომ ვინმე დაფრთხეს, არ არსებობს”, - აცხადებს ბესელია.