ცესკო „მრეწველებს“ საარჩევნო რეგისტრაციაში აღადგენს

ცესკო „მრეწველებს“ საარჩევნო რეგისტრაციაში აღადგენს

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღასრულებს მას. 

თამარ ჟვანიას განმარტებით, საარჩევნო ბლოკი გაივლის ყველა პროცედურას და რეგისტრაციის ბოლო დღეს, 18 სექტემბრისთვის მას ექნება რეგისტრაცია დასრულებული. 

„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონშემოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

ცესკომ საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე პრეწველები ჩვენი სამშობლო საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკომ კომისიის ვებ-გვერდზე გასულ კვირას გამოაცხადა. განკარგულებაში ცესკო განმარტავდა, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.