ირაკლი სესიაშვილი - ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს, როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა - მედიის წარმომადგენელი პოლიტიკოსს ასე არ ესაუბრება

ირაკლი სესიაშვილი - ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს, როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა - მედიის წარმომადგენელი პოლიტიკოსს ასე არ ესაუბრება

დარწმუნებული ვარ, ის ჩანაწერი, რაც დღეს გამოქვეყნდა, ნიკა გვარამიას შემოქმედება და მისი მონტაჟია, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობა ’სახელმწიფო ხალხლისთვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, აქ მთავარი კითხვა არის ის, ვის ინტერესში შედიოდა ამ ჩანაწერის გავრცელება. 
”ის, რომ ”რუსთავი 2” პოლიტიკური მედიასაშუალებაა და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს თავად ნიკა გვარამიამ დაადასტურა. ის, რომ პაატა ბურჭულაძე თავისი კოალიციით არის ”ნაციონალური მოძრაობა 2”, ესეც ყველასთვის ცნობილია. დიახ, ”ნაციონალური მოძრაობის”, ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის ინტერესში შედის სტერეოტიპი, რომ „ისევ გვისმენენ“ აქტუალური იყოს. დიახ, სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა დღეს, მითუმეტეს როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ჩამობრძანდა და ბატონმა ნიკამ და პაატამ სიურპრიზად დაახვედრეს ეს ჩანაწერი. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ის ფირი, რაც გამოქვეყნდა, ნიკა გვარამიას შემოქმედებაა და მისი მონტაჟია, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მონტაჟს თავად ახდენენ”, - განაცხადა სესიაშვილი.

მისივე თქმით, იმ ტონით, რა ტონითაც ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება, მედიის წარმომადგენელი პოლიტიკოსს არ ესაუბრება. 

”ნიკა გვარამია, როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა. სიცხვილია უბრალოდ”, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.