ინგლისელმა სუპერმოდელმა ქეით მოსმა საქველმოქმედო აუქციონს თავისი ფოტოპორტრეტი გადასცა. ფოტოზე, მოდელი ნახევრადშიშველი პოზიორობს. ფოტოს ავტორია ცნობილი ფოტოგრაფი და მოდელი სოლვე სანდსბო.
ფოტოს საწყისი ღირებლება აუქციონზე 3000 ბრიტანული ფუნტი იქნება და მას გასაყიდად 17 მაისს გამოიტანენ.
საქველმოქმედო აუქციონზე შემოსული მთლიანი თანხა ღარიბ და ავადმყოფ ბავშვებს მოხარდებათ.
ინგლისელი სუპერმოდელის ქეით მოსის ფოტოები, თუ სხვა ნივთები აუქციონებზე ძალიან ხშირად ხვდება. 2006 წელს ბიზარის აუქციონზე, ყველაზე ძვირადღირებული ნივთი სწორედ ქეით მოსის ოქროს ქანდაკება იყო, რომელიც 900,000 დოლარად გაიყიდა. ქანდაკება გაყიდვამდე ლონდონის ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა. 2007 წლის მაისში, ლონდონის აუქციონზე ქეით მოსის ოთხი სურათი გაიყიდა, შემოსულმა თანხამ 362 ათასი დოლარი შეადგინა.
სოტბის აუქციონზე გამოტანილი ქეითის 19 წლის ასაკში გადაღებული ფოტოს საწყისი ღირებულება კი, 12,000 ევროს შეადგენდა.