ბელგიელი მხატვარი ბენ ჰაინე ილუსტრატორი, კარიკატურისტი და ფოტოგრაფი ერთდროულადაა. ის ახლა 27 წლისაა თუმცა ამ ასაკისთვის საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია. ის სამყაროს, განსხვავებულად ხედავს და თავისი ხედვის გადმოცემას შესანიშნავად ახერხებს. ბენი ილუსტრაციების, კარიკატურებისა და ფოტოგრაფიის სინთეზს აკეთებს და ამ სინთეზით უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის.
ბენ ჰაინეს ნამუშევრებით ფოტოგრაფიაში ახალი ჟანრი შემოიჭრა და ის ყველასთვის კარგად შესამჩნევი გახდა. რამდენიმე დღის წინ, გამოჩნდა, ფოტოგრაფის ახალი ნამუშევრების სერია „Pencil vs Camera”, სადაც ნათალ ჩანს მისი ხაზგასმული სტილი, რომელიც ჯერჯერობით მხოლო და მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. მან ცოტა ხნის წინ, დატოვა მშობლიური ბელგია და ამჟამად, დიდ ბრიტანეთში მოღვაწოებს