ცოტა ხნის წინ ჯგუფმა რეპერ კენი უესტთან ერთად კომპოზიცია ჩაწერა. ამ სიმღერის სახელწოდებაა “Huricane”.
ჯგუფის წევრების მტკიცებით, უახლოეს მომავალში ცნობილ რეპერ ემინემთან ითანამშრომლებენ და მასთან რამდენიმე სიმღერას მოამზადებენ.
მუსიკალური ექსპერიმენტების მომდევნო ეტაპზე ჯგუფი მომღერალ ბიორკთან, “The Cure”-ს ლიდერთან რობერტ სმიტთან და ჯგუფთან “Sigur Ros” ერთობლივი პროექტების განხორციელებას აპირებს.
ჯგუფი “30 Seconds To Mars” 1998 წელს ქალაქ ლოს-ანჟელესში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის ინიციატორები ძმები ჯარედ და შენონ ლეტოები იყვნენ. ამჟამად ჯგუფში ტომო მილიშევიჩიც ირიცხება.
კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა სამი სტუდიური ალბომი ჩაწერეს. პირველი “30 Seconds To Mars” 2002 წელს გამოიცა, მეორე “A Beautiful Lie” კი 2005 წელს.