ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Oceania” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის ივნისში იხილავს. დისკზე 13 კომპოზიცია იქნება განთავსებული.
ზემოთდასახელებულ ალბომზე მუშაობა ჯგუფის წევრებს გასული წლის ოქტომბერში უნდა დაესრულებინათ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს პროცესი ნახევარი წლით გადაიდო.
საინტერესოა რომ ალბომის ჩაწერის მიმდინარეობისას ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. ერთადერთი, რომელმაც დისკის მომზადებაში უცვლელად მიიღო მონაწილეობა, ჯგუფის ლიდერი ბილი კორგანი გახლდათ.