ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე, რომელიც ფეხების გარეშე დაიბადა

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე, რომელიც ფეხების გარეშე დაიბადა

ინდოეთის, ერთ-ერთ, ქალაქში ცხოვრობს ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე, 22 წლის ვინოდ თჰაკური. მისი გამორჩეულობა იმაშია, რომ ბიჭი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, უფრო მეტიც ის ფეხების გარეშე დაიბადა. ვინოდმა ცეკვა სკოლის დამთავრების შემდეგ, მეგობრების რჩევით დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მეგობრები მას ყოველთვის გვერდში უდგანან. გადაწყვეტილებაც, ცეკვის კურსებზე ევლო, მათი დახმარებით მიიღო. „ჩემი მეგობრები მირჩევდნენ ამას, მეუბნებოდნენ, რომ უამრავი მაგალითი არსებობდა, უნარშეზღუდულ ადამიანებზე, რომლებმაც ცეკვა შეძლეს და ამისგან სიამოვნებასაც იღებდნენ“,-იხსენებს  ვინოდი.

პირველი პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ, ვინოდმა ჰიპ-პოპი მოცეკვავეების ვიდეორგოლების მიხედვით დახვეწა. ვიდეოებს ინტერნეტში პოულობდა, სამი თვის შემდეგ,  მან თითქმის ყველა ილეთი წარმატებით აითვისა და ინდურ შოუში „ინდოეთი ეძებს ტალანტებს“ მონაწილეობა მიიღო.