შურისძიება, სექსი და სიყვარული - Victoria's Secret -ის ანგელოზი ახალ ფილმში

შურისძიება, სექსი და სიყვარული - Victoria's Secret -ის ანგელოზი ახალ ფილმში

 Victoria's Secret -ის ანგელოზი, 22 წლის ამერიკელი მოდელი შანელ აიმანი თავის „ავსულ“ ხასიათს, ახალ მინი-ფილმში ავლენს.  ფილმი, მოდელმა ცოტა ხნის წინ გადაიღო. მას პარტნიორობას აქსესუარების დიზაინერი რიჩი ჰადსონი უწევს.

ვიდეო სამი წუთი გრძელდება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მაყურებლის წინაშე მთელი დრამატურგიული ისტორია ცოცხლდება. სიუჟეტის ცენტრში მოქცეულია ერთი სიყვარულის ისტორია, დანაშაულითა და სასჯელით. შეყვარებული შანელი ღალატის მსხვერპლი ხდება. მას ქერა ლამაზმანში ცვლიან, რის შემდეგაც შანელის გმირი შურისძიებას, ტრადიციული ხერხებით, გადაწყვეტს. მამაკაცს, ჯერ დასაძინებელ საშუალებას აძლევს, შემდეგ  ახვეული თვალებით  საწოლზე აკრავს და ეროტიულ თამაშს იწყებს.

ეგზოტიკური გარეგნობის ნახევრად კორეელი და ნახევრად აფრიკელი გოგონა, Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. ის ისეთ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ივ სენ ლორანი, სტელა მაკარტნი, ვერსაჩე და დონა კარან.