ეს ღონისძიება მეხიკოს ცენტრში მდებარე სოკალოს მოედანზეა დაგეგმილი.
საინტერესოა რომ მაკარტნი ამჟამად მექსიკაში იმყოფება. 5 მაისს ქალაქ გვადალახარაში პირველ კონცერტს გამართავს, 8 მაისს კი სახელგანთქმულ “აცტეკას” სტადიონზე გამოვა.
მეხიკოს მერიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ სერ პოლმა დამატებითი, თან უფასო კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მეხიკოს მერის, ბატონი მარსელო ებრარდუს მტკიცებით ამ ღონისძიებას დაახლოებით 120 ათასი ადამიანი დაესწრება.