მუსიკოსმა მიკ ჯაგერი და მისი ჯგუფი 1992 წელს დატოვა. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ უაიმანს თვითმფრინავით მგზავრობის დიდი შიში გააჩნდა. ჯგუფი მუდმივად საგასტროლო მოგზაურობებში იმყოფებოდა და საჰაერო ტრანსპორტით ხშირად სარგებლობდა.
მიმდინარე წელს ჯგუფს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. მიუხედავად მიკ ჯაგერის არაერთი უარისა, მისი კოლეგები შემოდგომაზე რამდენიმე საიუბილეო კონცერტის ჩატარებას მაინც გეგმავენ. რამდენიმე ღონისძიება ლონდონში უნდა გაიმართოს. წინა კვირას უაიმანმა ჯგუფში დაბრუნების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, ოღონდ ერთი პირობით: თუ “The Rolling Stones” კონცერტის გამართვას დიდი ბრიტანეთის საზღვრების გარეთ მოისურვებს, ბას-გიტარისტი თვითმფრინავით არ იმოგზაურებს.
75 წლის უაიმანმა ჯგუფში მოღვაწეობა 1962 წლის ივნისში დაიწყო. თავად “The Rolling Stones” 1962 წლის აპრილში მიკ ჯაგერმა, კიტ რიჩარდსმა და ბრაიან ჯონსმა ჩამოაყალიბეს. 1963 წლის იანვარში ჯგუფს უკვე ჩარლი უოტსი შეუერთდა.