ბავშვი გულგრილად უსმენდა მთელ ორატორიას, მაგრამ როგორც კი გაისმოდა ფინალური ფუგა, მაშინათვე გამოცოცხლდებოდა.
შპორმა გადაწყვიტა გამოერკვია გოგონას განსაკუთრებული განწყობა მუსიკის პოლიფონიური სტილისადმი.
- შენ მოგწონს ჩემი ფუგა? – ჰკითხა მამამ.
- ო, არა მამა, - უპასუხა გოგონამ, - როდესაც ორკესტრანტები იწყებენ ფუგას, მე ვიცი, რომ შენი ნაწარმოები მთავრდება, ჩვენ მალე დავბრუნდებით შინ და ვისადილებთ.